მაგთიკომი

მაგთიკომი ბალის ყველა ანგარიშს აუქმებს, იმოქმედებს გაერთიანებული ანგარიში – დეტალურად

10 თებერვლიდან მაგთიკომი ბალის ყველა ანგარიშს აუქმებს. კომპანიამ აბონენტებს შეტყობინებები უკვე გაუგზავნა. დღეიდან, 10 იანვრიდან, ბალის ბრენდზე ახალი მომხმარებლების ჩართვა უკვე შეწყდა.

მაგთიკომის ცნობით, ცვლილება შედის ბალი ზეროს პირობებშიც

ახალი სახელი - ტარიფი ბალი.

განახლებული ტარიფები:

  • 5 თეთრი/წუთი - მაგთიკომის მობილურ ქსელზე;
  • 12 თეთრი/წუთი - სილქნეტი/ჯეოსელის, ბილაინისა და საქართველოს ფიქსირებულ ქსელებზე (გარდა ნომრებისა, რომლებიც იწყება კოდით: +99544);
  • ზარის წამოწყება - 12 თეთრი;
  • საქართველოს სხვა მობილური ქსელები - 24 თეთრი;
  • მობილური ინტერნეტი 1 მბ - 1 თეთრი;
  • SMS/MMS - 1 თეთრი.
  • ტარიფით 30-დღიანი სარგებლობა - 1 ლარი

კომენტარები