კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 953 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 11.47%-ია

Covid 19-ით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 25 745 ტესტი და დადასტურდა 2 953 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  1 085 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 11.47%, ბოლო 14 დღის - 7.76%, ხოლო ბოლო 7 დღის - 9.57%.

ინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 925 გამოვლინდა, აჭარაში - 336, იმერეთში – 218, ქვემო ქართლში – 80, შიდა ქართლში – 65, გურიაში – 77, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 126, კახეთში – 63, მცხეთა-მთიანეთში – 26, სამცხე-ჯავახეთში – 34, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 35 363, საიდანაც 4 409 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 694 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 29 260 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 094, მათგან 280 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 962 827 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 913 528 პაციენტი და გარდაიცვალა – 14 218.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები