ოქროს გლობუსი

მეექვსე ცდა და პირველი გამარჯვება – უილ სმიტი ოქროს გლობუსის მფლობელია

Variety

30-წლიანი კარიერის განმავლობაში უილ სმიტი ოქროს გლობუსზე ექვსჯერ იყო ნომინირებული. წლევანდელი დაჯილდოება მსახიობისთვის იღბლიანი აღმოჩნდა, მეფე რიჩარდში შესრულებული როლისთვის ვარსკვლავს ჯილდო გადაეცა.

მეფე რიჩარდი ბიოგრაფიული სპორტული დრამაა, რომლის მთავარი გმირი რიჩარდ უილიამსია – ლეგენდარული ჩოგბურთელების, სერენა და ვენუს უილიამსების მამა, რომელიც შვილებს ადრეული ასაკიდან წრთვნიდა.

წლევანდელი ოქროს გლობუსის დაჯილდოება წითელი ხალიჩის, სტუმრებისა და ტრანსლაციის გარეშე გაიმართა.

ოქროს გლობუსის გამარჯვებულთა სრული სია იხილეთ ამ ბმულზე.

კომენტარები