ელექტრომომარაგების შეწყვეტა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 10 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

10 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვასო აბაშიძის, ლადო ასათიანის და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, გორდის, კლდეკარის, ლაითურის, ლამისყანის, სუვოროვის, ხერთვისის, ცოტნე დადიანის, წერონისის და დავით იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის  (ნაწილობრივ) და ხერგიანის ქუჩის მოსახლეობას.

12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები