ელექტრომომარაგების შეწყვეტა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 1-ელ თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

პირველ თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას ასახელებს. 

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მონპერის, ლამბერტის, კასტელის, რაინეგსის, ტილკეს, ბარონ დე ბაის და ჰუგო ჰუბერტის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის, ცინცაძის, მიცკევიჩის, შმიდტის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და სოფელი ნატბეურების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო ჟვანიას ქუჩის მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები