კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: დადასტურებული შემთხვევების 10%, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ომიკრონი

რამდენიმე ასეული საეჭვო შემთხვევა არის კვლევაში, ანუ დიდი ალბათობით ომიკრონის შემთხვევები მოიმატებს დღეს და ხვალ. დიდი ალბათობით, დღეს საერთოდ დადასტურებული შემთხვევების 10%, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ომიკრონი. იმატებს 18 წლამდე ბავშთა და მოზარდთა ასაკში შემთხვევების რაოდენობა.

ჯერჯერობით ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა არ იზრდება, მაგრამ იზრდება ლაბორატორიულ და ამბოლატორიულ სექტორზე. ჰოსპიტალში ომიკრონის 600 შემთხვევიდან სულ მოხვდა 8 ადამიანი. 

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში. 9 იანვრის მონაცემებით, COVID 19-ით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 842 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 777 პაციენტი. 

კომენტარები