ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორი: 1-10 იანვრის უქმე დღეებში 9 სამინისტროს თანამშრომლებს ₾7 მილიონს ვუხდით

ფლანგვის დეტექტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილებით 1-დან 10 იანვრამდე გამოცხადებული უქმე დღეების განმავლობაში სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ 26 768 ადამიანს ბიუჯეტიდან ხელფასის სახით, დაახლოებით 7 მილიონ ლარს უხდიან.

"ქვეყნის ცხრა უწყებაში – ფინანსთა სამინისტროში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ჯანდაცვის სამინისტროში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით ჯამში 26 768 ადამიანია დასაქმებულები. გამოვიდა, რომ ცხრავე სამინისტრო თანამშრომლები უქმე დღედ გამოცხადებული ოთხი დღის განმავლობაში ჯამში დაახლოებით 7 143 844 ლარს იღებენ". – ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, უქმე დღეების განმავლობაში:

  • ფინანსთა სამინისტროში დასაქმებულებისთვის გადასახდელი ხელფასი 1 695 104 მილიონი ლარია;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემთხვევაში – 234 752 ლარი;
  • ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემთხვევაში – 186 984 ლარი;
  • იუსტიციის სამინისტროს შემთხვევაში – 1 545 852 ლარი;
  • კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შემთხვევაში – 1 159 368 ლარი;
  • ჯანდაცვის სამინისტროს შემთხვევაში – 794 052 ლარი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში – 185 504 ლარი;
  • სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემთხვევაში –892 308 ლარი;
  • განათლების სამინისტროს შემთხვევაში – 449 920 ლარი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, 1-დან 10 იანვრამდე ქვეყანაში უქმე დღეები გამოცხადდა. უქმე დღეები სავალდებულოა საჯარო დაწესებულებებისთვის, ხოლო კერძო კომპანიებს გადაწყვეტილება თავად შეუძლიათ მიიღონ.

კომენტარები