კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ომიკრონით ინფიცირებული 335 პაციენტიდან მხოლოდ 5-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია

ჯერჯერობით, საიმედო ინფორმაცია რაც გახლავთ, საქართველოში ომიკრონის 335 დადასტურებული შემთხვევიდან მხოლოდ ხუთი პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო და აქედან ოთხი უკვე გაწერილია. ეს ინფორმაცია ნამდვილად გვაქვს, რომ თოთქმის ყველა შემთხვევა შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და ბევრი მათგანი უკვე გამოჯანმრთელებულია სრულად. ამ ხუთიდანაც, სამი კოვიდის გამო არ საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას, ძირითადად, თანმხლები დაავადებების გამო მოხდა მათი გადაყვანა, დღეს ჰოსპიტალში რჩება ომიკრონით ინფიცირებული მხოლოდ 1 პაციენტი

NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე TV იმედის ეთერში.

კომენტარები