ენერგეტიკა

რატომ მიიღეს მომხმარებლებმა წყლის გადასახადის მეორე ქვითარი? – GWP-ს განმარტება 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP)

Georgian Water and Power-ის (GWP) მომხმარებლების დიდმა ნაწილმა დეკემბერ-იანვარში წყლის გადასახადის მეორე ქვითარი მიიღო, სადაც დეკემბრის თვის ბოლოს დარჩენილი დღეების მოხმარებული წყლის საფასური იყო ასახული. 

GWP-ს განმარტებით, ცვლილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებითაა გამოწვეული, რაც მრიცხველთა წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. შედეგად, მოსახლეობა კომუნალური მომსახურების ქვითარს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს. 

"დარიცხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, გარდამავალ პერიოდში,  დეკემბრის თვის ბოლო დღეებში - 29, 30, 31 დეკემბერს და 3 იანვარს GWP-ის საყოფაცხოვრებო აბონენტების უმეტესობამ კიდევ ერთი ქვითარი მიიღო, სადაც ასახული იყო 2021 წლის დეკემბრის თვის ბოლომდე დარჩენილი დღეების მოხმარებული წყლის საფასური". – წერია კომპანიის განცხადებაში. 

 

კომენტარები