პატრიარქის იუბილე

"მისი ზნეობის მაგალითები სანიმუშოა ყველასათვის" – ღარიბაშვილი ილია II-ს იუბილეს ულოცავს

ილია მეორე და ირაკლი ღარიბაშვილი
Facebook/@Irakli Garibashvili

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. ილია მეორეს 89 წელი შეუსრულდა. 

"დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს ჩვენს სულიერ წინამძღოლს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.

44 წელია, საქართველოს თავისუფლებისა და სულიერების აღორძინების გზაზე ბრძენი და შორსმჭვრეტელი წინამძღოლი მიგვიძღვება. უდიდესია მისი პირადი წვლილი იმაში, რომ ჩვენი ხალხი ყველა განსაცდელიდან გაძლიერებული გამოდიოდა და რომ უკეთესი მომავლის რწმენა კვლავაც გვაერთიანებს.

ღვთისა და სამშობლოს სიყვარულით აღსავსე მისი მოღვაწეობა, თანადგომისა და ზნეობის მაგალითები სანიმუშოა ყველასათვის. ამიტომაცაა, რომ მას უდიდეს პატივს სცემენ არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამედ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, საერთაშორისო საზოგადოება.

დღეგრძელობას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მის უწმინდესობას, საქართველოსა და მისი ხალხის საკეთილდღეოდ".- აღნიშნულია ღარიბაშვილის მილოცვაში. 

 

კომენტარები