პატრიარქის იუბილე

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით "ბიბლია" გამოიცა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით "ბიბლია - საღმრთო წიგნების კრებული" გამოიცა. 

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წიგნის გამოცემით კათალიკოს პატრიარქს 85 წლის იუბილე და აღსაყდრებიდან 40 წლისთავი მიულოცა

"რეალურად ვხედავთ ადამიანს, რომელმაც დაამარცხა ამპარტავნება, ვერცხლმოყვარება. ადამიანმა, რომელმაც დაამარცხა ისგამოწვევები, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს და ამ გამოწვევათა დამარცხებით თავისი თავი, ჩვენი ერი ძალად აქცია.

გმადლობთ თქვენო უწმინდესობავ, ამ საოცარი მაგალითისთვის, რომელიც ჩვენ გვაძლიერებს," - თქვა მარგველაშვილმა წიგნის პრეზენტაციაზე. 

ტაბულა დაუკავშირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სადაც გვითხრეს, რომ სარეზერვო ფონდიდან წიგნის გამოცემისთვის 20 000 ლარი დაიხარჯა. 

კომენტარები