ისრაელი

ისრაელში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას ორი პილოტის სიცოცხლე ემსხვერპლა 

ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში შეიარაღებული ძალების სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას ორი პილოტის სიცოცხლე ემსხვერპლა

ისრაელის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ვერტმფრენი სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა და ავიაკატასტროფის შედეგად ეკიპაჟის მესამე წევრიც მძიმედ დაშავდა. 

მომხდარის გამო, ქვეყნის მასშტაბით საჰაერო წვრთნები და სასწავლო ფრენები დროებით შეწყდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი უცნობია და საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. 

"ისრაელის თავდაცვის ძალები გულწრფელ სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და განაგრძობს მათ მხარდაჭერას". – წერია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები