სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ აფრიკის პარლამენტის შენობაში ხანძარი გაჩნდა

Jérôme Delay/AP

სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში პარლამენტის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრეები ამ დრომდე ვერ ახერხებენ. 

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით ჩანს, რომ შენობის სახურავიდან შავი კვამლი ამოდის. ადგილზე ათობით მეხანძრრე-მაშველი მუშაობს. ამ დროისთვის ხანძრის გაჩენის მიზეზი ცნობილი არ არის. 

BBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ ცეცხლი უკვე სახურავსაც მიწვდა და ეროვნული კრების შენობასაც გაუჩნდა. 

"ხანძარს ვერ ვაკონტროლებთ და ვრცელდება ცნობები, რომ შენობის კედლებზე ბზარები გაჩნდა". – უთხრა ადგილობრივი ხელისუფლების პრესსამსახურის წარმომადგენელმა AFP-ს. 

კეიპტაუნში მდებარე პარლამენტის შენობა სამი ძირითადი კორპუსისგან შედგება, რომელთაგანაც ყველაზე ადრინდელი 1884 წლით თარიღდება. გვიანდელი კორპუსები კი 1920-იან და 80-იან წლებში აშენდა. 

კომენტარები