კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე ომიკრონზე: ახალი წლის აღნიშვნას გვაცდის, შიდა გადაცემისას სწრაფად გავრცელდება

ძალიან სწრაფად გავრცელდება [ომიკრონის შტამი], როგორც კი ქვეყანაში შიდა გადაცემა დაიწყება. ახალწლებს გვაცდის, რომ აღვნიშნოთ, მაგრამ კიდევ ერთი რჩევაა, მაქსიმალურად ვეცადოთ ვიწრო წრეში აღვნიშნოთ, აუცილებლად გვქონდეს პირბადე, სადაც კი უცხო ადამიანებთან შეხვედრის ალბათობაა. პირველი და ძირითადი, ვიყოთ აცრილები.

წარმოიდგინეთ, რა დატვირთვა იქნება, ყველა რომ ერთად გახდეს ავად, ვისაც არ გადაუტანია კორონა ან არ არის აცრილი, ესაა დაახლოებით მილიონამდე ადამიანი ჩვენს ქვეყანაში. დღეს კორონავირუსით ინფიცირებულთაგან თუ საშუალოდ 10 პროცენტს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ერთ პროცენტსაც რომ სჭირდებოდეს ჰოსპიტალიზაცია ომიკრონიან პაციენტს, წარმოიდგინეთ, რა დატვირთვა იქნება სამედიცინო დაწესებულებებზე და როგორი იქნება, სამწუხაროდ, დაღუპულთა რაოდენობა.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე კორონავირუსის ახალ შტამზე – ომიკრონზე. ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით კიდევ 51 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ინფიცირების 2 097 ახალი შემთხვევა.

კომენტარები