პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: თუ გვინდა, რომ საერთაშორისო ყურადღება გვქონდეს, პარლამენტი ერთპარტიული უნდა იყოს

თუკი ერთდროულად იძახი, რომ შიმშილობ და მეორე მხრივ პარლამენტში რჩები და საერთაშორისო ყურადღების მიპყრობა გინდა, სრულიად აცდენილი გზავნილია. პირველი, რაც უნდა გააკეთონ, რომ საერთაშორისო, თუნდაც მყისიერად დადებითი არა, მაგრამ ყურადღება იყოს, უნდა ავღვადგინოთ ის სტატუს-კვო, რაც იყო - პარლამენტში ერთპარტიულად დატოვება, ან იმ პარტიებთან ერთად დატოვება, ვინც ასეთ არასწორ არჩევანს დაიტოვებს. ნაციონალური მოძრაობა განმსაზღვრელი ძალაა და როდესაც, თავის დროზე მან ეს არასწორი გადაწყვეტილება მიიღო შესვლის და შემდეგ პოსტ-ფაქტუმ ხელმოწერის, რაც სამმაგად დამაზიანებელი იყო, ეგ უნდა შეცვალონ. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია იმ მოქალაქეებთან, ვინც აქამდე არ იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესში, რათა გავზარდოთ უპირატესობა ივანიშვილის რეჟიმზე და მათი მოტივირება, რომ გვენდონ. ნდობის მოპოვებას კი, სჭირდება ის, რომ როდესაც ელაპარაკები, უნდა იცოდნენ, რომ შენ სიტყვას აქვს ფასი. ჩვენ, ევროპული საქართველო, იმ მასშტაბით, რითიც შეგვიძლია ამას ვაკეთებთ ახლა. მათ [ნაციონალური მოძრაობა] მეტი შეუძლიათ ამ ეტაპზე, სამწუხაროდ ჩვენგან, ამიტომ ამ ზიანის მაგივრად უნდა თანმიმდევრულ და კომპლექსურ ნაბიჯებს დაუბრუნდნენ.

თქვა ევროპული საქართველოს თავჯდომარემ გიგა ბოკერიამ ტვ პირველის ეთერში. 

კომენტარები