2021 წელი ფოტოებში

2021 წელი ფოტოებში – BBC-ის მიხედვით

2021 წელი ფოტოებში

2021 წელი ფოტოებში – BBC-ის მიხედვით

კორონავირუსის პანდემიასთან ერთად 2021 წელი სხვა მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენითაც დასამახსოვრებელი იყო. ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC კი ფოტოგრაფების მიერ აღბეჭდილ ამ მოვლენების ამსახავ საუკეთესო კადრებს გვთავაზობს: 

 

დონალდ ტრამპის მხარდამჭერს ხელში უჭირვას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტრიბუნა. 6 იანვარს ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები შეიჭრნენ კაპიტოლუმში, სწორედ მაშინ, როდესაც კონგრესი ჯო ბაიდენის გამარჯვებას ოფიციალურად ადასტურებდა.

თეთრ სახლში ფიცის დადების შემდეგ კამალა ჰარისი გახდა აშშ-ს პირველი შავკანიანი და სამხრეთ აზიელი ქალი ვიცე პრეზიდენტი.

კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილი ინდოელის ოჯახის წევრები კრემატორიუმთან. მაისი, ინდეოეთი.

ბავშვი უშვერს თითს ბუშტებს მუსლიმთათვის წმინდა თვის, რამადანის დასრულების შემდეგ. პაკისტანი, მაისი.

აშშ-ში, ფლორიდის შტატში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ 12-სართულიანი შენობის ნგრევის ადგილზე. უბედურ შემთხვევას 24 ივნისს 98 ადამიანი ემსხვერპლა. 

მომაკვდავი გორილა სახელად ნდაკასი წევს თავის მომვლელ ანდრე ბაუმასთან ერთად გორილათა თავშესაფარში. 2 თვის ნდაკასის მშობლები 2007 წელს ბრაკონიერებმა მოკლეს, ბაუმამ კი მისი გადარჩენა და თავშესაფარში მიყვანა გადაწყვიტა, რადგან მისი ველურ პირობებში გაშვება საფრთხის შემცველად მიიჩნიეს. სექტემბერი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

ვულკან ფაგრადალსიფიალის ამოფრქვევა ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკთან ახლოს 2021 წლის აგვისტოში. 800 წლის განმავლობაში ვულკანი პირველად ამოიფქრვა.

19 წლის სირიელი ლტოლვილი ბიჭის დაკრძალვის ცერემონია, რომელიც ნოემბრის თვეში პოლონეთში გადასვლის მცდელობისას მდინარეში დაიხრჩო. 

მინეაპოლისში ხალხი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულის, პოლიციის ოფიცერ დერეკ შოვინის დამნაშავედ ცნობას აღნიშნავს. აშშ, აპრილი.

ლორენცო ქუინის ინსტალაციის, სახელწოდებით "ერთად", გამოფენაზე წარდგენა გიზას დიდ პირამიდასთან. კაირო, ოქტომბერი.

ასობით ავღანელი აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავში, მას შემდეგ, რაც თალიბებმა მმართველობაზე კონტროლი მოიპოვეს. ავღანეთი, აგვისტო.

ცხენოსანი მესაზღვრე ცდილობს შეაჩეროს ჰაიტელი მიგრანტები, რომლებიც ტეხასში, რიო გრანდეს ნაპირებზე ბანაკში შესვლას ცდილობენ, რამაც სექტემბერში აშშ-ში გამოძიების დაწყება გამოიწვია. ფოტოები, რომლებიც ასახავს ცხენოსნების მიერ, უმეტესად, შავკანიანების დაკავებას, აშშ-ში დაგმეს და მონობის ერას შეადარეს.

მაისში, 30 წლის შემდეგ, კარინ ჟან-პიერი გახდა პირველი შავკანიანი ქალი, რომელმაც თეთრი სახლის საკონფერენციო დარბაზში ბრიფინგი გამართა.

ბერძენი მომღერალი Stefania წარმოადგენს საკუთარ ნომერს ევროვიზიის კონკურსის ფინალზე მწვანე ეკრანის და სპეციალური ეფექტების საშუალებით. ნიდერლანდები, მაისი.

მედიცინის მუშაკი, რომელიც კარდაკარ დაატარებს კორონავირუსის ვაქცინის დოზებს, ცრის ქალს ასტრაზენეკას ვაქცინით. კენია, მაისი.

მარსის ზედაპირი დანახული NASA-ს როვერიდან შეუპოვრობა (Perseverance).

აგვისტოში გიგანტურმა პანდა სუ შანმა ჩინეთის ვოლონგის დაცული ტერიტორიების ნაკრძალზე 2 ბელი გააჩინა.

კუბელი ხულიო სეზარ ლა კრუზი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ბოქსში ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ. იაპონია, აგვისტო.

კლაუდიო კასტანო 9/11-ის მემორიალზე თავისი ძმის ამოტვიფრულ სახელთან ნიუ ჯერსიში, ტერაქტიდან 20 წლის შემდეგ. ალ-კაიდას ტერორისტების თავდასხმას, რომელიც რამდენიმე წელი იგეგმებოდა, აშშ-ში 2 977 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სახლი აშშ-ს შტატ კენტუკის ქალაქ მეიფილდში ტორნადოს შემდეგ, რომელსაც დეკემბერში 70 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ელვა კვეთს ცას ჩინეთის კომუნისტური პარტიის 100 წლის იუბილეზე პეკინში. ივნისში ამ მოვლენის აღსანიშნავად ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სიტყვით გამოვიდა და უცხოელებს, რომლებიც ეცდებოდნენ ქვეყანაზე გავლენის მოხდენას, გამაფრთხილებელი მესიჯი გაუგზავნა.

მძიმე როკის ფინური ბენდის - "ლორდის" წევრი ტომი პეტერი პუტაანსუ იკეთებს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზას. აგვისტო, ფინეთი.

ადგილობრივი მოხალისეები ცდილობენ მეხანძრეების დახმარებას საბერძნეთში, კუნძულ ევიაზე.

აისბერგები ქალაქ ილულისატთან, გრენლანდიაში.

უხელო მშვილდოსანი - ამერიკელი მეთ შტუცმანი ტოკიოს აგვისტოს ოლიმპიადაზე.

ამერიკელი რეპერი Lil Nas X 2021 წლის მეთ გალაზე ნიუ იორკში, სექტემბერში.

ასტრონავტები ისრაელში მონაწილეობას იღებენ რამონის კრატერზე მისიაში, რომელიც მიზნად ისახავს მომავალში მარსზე დაშვებაში მომზადებაში დახმარებას. მისია ავსტირიისა და ისრაელის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა.

კომენტარები