ავტოსაგზაო შემთხვევა

ჟინვალთან გზიდან მიკროავტობუსი გადავარდა – დაიღუპა 2 და დაშავდა 6 ადამიანი

მთავარი არხი

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო მონაკვეთზე, ჟინვალთან გზიდან მიკროავტობუსი გადავარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 6 ადამიანი. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები