ლარის კურსი

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 29 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.62 თეთრით გაუფასურდა და ხვალინდელი კურსით, ერთი დოლარი 3.0961 ლარი ეღირება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.0899 ლარი იყო. 

ევროსთან მიმართებით კი ლარი 0.60 თეთრით გამყარდა და გაცვლითმა კურსმა 3.4949 ლარი შეადგინა, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5009 ლარი იყო.

ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, რომლის კურსიც 0.2509 ლარს შეადგენს და გამყარდა ფუნტთან, რომელიც 4.1553 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 30 დეკემბრიდან შევა.

კომენტარები