ომიკრონი

ბრიტანელი იმუნოლოგი ამბობს, რომ ომიკრონის შედეგები მსუბუქი იქნება

ბრიტანელი მეცნიერის, იმუნოლოგ ჯონ ბელის თქმით, ომიკრონი არ წარმოადგენს იმავე დაავადებას, რასაც კოვიდის წინა ტალღებისას ან 1 წლის წინ ვხვდებოდით და გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთში "ისტორიას ჩაბარდა"

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა და შტამი სწრაფად ვრცელდება, ის მაინც ნაკლები სიმძიმით მიმდინარეობს. ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებშიც კი, დაინფიცირებულებს სამკურნალო დაწესებულებაში საგრძნობლად ნაკლები დროის გატარება უწევთ.

ასევე, მცირეა იმ პაციენტთა რაოდენობა, რომლებსაც ჟანგბადის მიწოდება დასჭირდათ.

"ჩემი აზრით, შემზარავი კადრები, რომლებსაც გასულ წელს ვხედავდით, როდესაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებები სავსე იყო და ადამიანები ნაადრევად იღუპებოდნენ, წარსულს ჩაბარდა და ეს ტენდენცია შენარჩუნდება". – ამბობს ჯონ ბელი.

კომენტარები