ომიკრონი

ჩხაიძე: შესაძლებელია, ომიკრონი გარკვეულწილად პანდემიის დასასრულის მომასწავებელი იყოს

ეს ერთ-ერთი სავარაუდო და კარგი სცენარია. ეს სცენარი განიხილებოდა ჯერ კიდევ 2020 წელს, რომ შესაძლებელია, კორონავირუსის მუტაცია საბოლოო ჯამში გახდეს ისეთივე ვირუსი, როგორიც გაციების ვირუსია. ანუ გავრცელდეს იოლად, მაგრამ არ იყოს მძიმე. ეს საუკეთესო გამოსავალია მდგომარეობიდან, მაგრამ, ჯერჯერობით, ადრეა ამაზე საუბარი. ჯანმო გვაფრთხილებს, რომ ჯერ ნუ ვიჩქარებთ შეფასებას. სავარაუდოდ, ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ გვეცოდინება დეტალური შეფასება. ომიკრონი თითოეულ ქვეყანაში რამდენიმე კვირაში ხდება დომინანტური. სამხრეთ აფრიკაში ნოემბრის განმავლობაში ის ერთეული შემთხვევებიდან დომინანტური გახდა დომინანტური.

[...] ვიტოვებთ ოპტიმისტური პროგნოზის იმედს, რომ, შესაძლებელია, ომიკრონი იყოს გარკვეულწილად პანდემიის დასასრულის მომასწავებელი იყოს. ეს შესაძლებელია, მაგრამ საბოლოო შეფასებისთვის უნდა დაველოდოთ ჯანმოს დასკვნას.

თქვა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ იმედის ეთერში.

კომენტარები