კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: თეორიაა, რომ ომიკრონი პანდემიის დასასრულის დასაწყისია, მაგრამ, მოდის ცუნამივით

უკვე გამოჩნდა პირველი ნიშნები, იგივე სამხრეთ აფრიკის მრუდს თუ შეხედავთ, უკვე მრუდმა თავი ქვემოთ ჩამოწია, ანუ შეიმჩნევა კლება. სწრაფად წავიდა მაღლა და ასევე დაიწყო კლების ტენდენცია. იცით, რომ ერთ-ერთი თეორიაა, შესაძლოა ომიკრონი გახდეს პანდემიის დასასრულის დასაწყისი. ვაქცინირებულებს ის ბევრად იოლად გადააქვთ, არავაქცინირებულებშიც, ჯერჯერობით, მსუბუქი მიმდინარეობაა [...] მაგრამ მარტივად ნუ შევხედავთ. ის მოდის ცუნამივით, ძალიან დიდი რაოდენობით და დიდი ზეწოლა შეიძლება იყოს ჯანდაცვის სექტორზე.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე. საქართველოში, ბოლო მონაცმეებით, ომიკრონის 63 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა.

კომენტარები