ქართული ოცნება

ღარიბაშვილი სააკაშვილზე: არ მცალია, რომ პატიმრებზე ვილაპარაკო და ვიფიქრო

მე მიხეილ სააკაშვილზე შევწყვიტე საჯარო კომენტარების კეთება. მე მანამდე ვაკეთებდი კომენტარებს და მანამ მაინტერესებდა, სანამ ეს ადამიანი უქმნიდა საფრთხეს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და მოსახლეობის უსაფრთხოებას და მომავალს. 

დღეს სახელმწიფო იმაზე ძლიერია, ვიდრე იყო არჩევნებამდე. ჩვენი ხელისუფლება გამყარდა, სახელმწიფოც გაძლიერდა, არათუ ეს ადამიანი, ვერავინ შეუქმნის საფრთხეს ჩვენს ქვეყანას, თუ ვინმე გაბედავს, ნებართვას არ შევეკითხებით არავის, კანონი ყოველთვის აღსრულდება ყველას მიმართ, ვინც არ უნდა იყოს ეს. 

მე უამრავი საქმე მაქვს, არ მცალია, რომ პატიმრებზე ვილაპარაკო და ვიფიქრო. სამარცხვინოა ის სიტუაცია, რომელიც ხდება. მე ვგეგმავ, რომ მქონდეს ჩემი დღის წესრიგი და მაქვს კიდეც. მეორე ტურის შემდეგ მე შევწყვიტე ოპონენტებზე საუბარი, თუ საქმეზე დამელაპარაკებიან გავცემ პასუხს. 

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, TV იმედის ეთერში. 

კომენტარები