მიხეილ სააკაშვილი

მელია: პოლიტიკოსის დაკარგული კილოგრამები არ არის ის, რაზეც საზოგადოებამ უნდა იდარდოს

[შიმშილობის შედეგად] გაიზრდება მუხტი საზოგადოებაში, გაიზრდება საპროტესტო ხმა. პოლიტიკოსის დაკარგული კილოგრამები არ არის ის, რაზეც საზოგადოებამ უნდა იდარდოს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შიმშილობის რომელიმე აქტმა როდისმე შეიძლება ძირეული პრობლემა გადაჭრას, მაგრამ ეს აქტი გადაჭრის თვალსაჩინო ერთ დიდ უსამართლობას. ამ შემთხვევაში ეს უსამართლობა ეხება პოლიტიკურ ტყვეს, მიხეილ სააკაშვილს. მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს ტყვე. ეს არის ისტორიული უსამართლობა. ისტორიული უსამართლობაა, რომლის მოსაწესრიგებლად და სამართლის აღსადგენად თუ არის საჭირო ასეთი საპროტესტო აქტი, უნდა მიმართოს მან ვისაც სჯერა, რომ ეს წარმატებული იქნება. [...] ჩვენ გვჯერა რასაც ვაკეთებთ.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში. ენმ-ის ოფისთან პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 21 დეკემბერს "მასობრივი შიმშილობა" დაიწყეს.

კომენტარები