დიდი ბრიტანეთი

უინძორების სასახლეში არბალეტით შეიარაღებული თავდამსხმელი დააკავეს

26 დეკემბერს არბალეტით შეიარაღებული თავდამსხმელი უინძორების სასახლეში დააკავეს, სადაც დედოფალი ელიზაბეტ მეორე შობას აღნიშნავდა. პოლიციის თქმით, დაკავებული ფსიქიკურ მკურნალობას გაივლის. 

უსაფრთხოების სამსახურმა საეჭვო პირი ტერიტორიზე შესვლისთანავე აღმოაჩინა. შეიარაღებულმა შენობაში შესვლა ვერ მოახერხა. სამძებრო სამუშაოების ჩატარების შედეგად აღმოაჩინეს არბალეტიც.

თავდასხმის მცდელობის დროს დედოფალი უფროს შვილთან, ტახტის მომავალ მემკვიდრესთან ჩარლზთან და მის ცოლთან, კამილასთან ერთად შობას აღნიშნავდა.

ადგილობრივი პოლიციის თქმით, დაკავებული 19 წლის ახალგაზრდა კაცია, რომელსაც ბრალი ედება დაცული ტერიტორიაზე იარაღით უკანანო შეჭრისთვის. ის ფსიქიკური მკურნალობის კურსს გაივლის.

ინგლისსა და უელსში ფსიქიკური ჯანმრთელობის სამედიცინო აქტის მიხედვით, ხელისუფლებას უფლება აქვს, რომ დაკავებული პირს, მიუხედავად მისი სურვილისა, დაავალდებულოს მკურნალობის კურსის გავლა, თუ ის საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

კომენტარები