კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ველოდი, ყველა უფრო დამნდობი, პარტნიორული იქნებოდა, მაგრამ ბულინგს არ გვაკლებდნენ

საქართველოში კორონავირუსის მართვის პირველი გამოწვევა იყო მზაობა. რამდენად დროულად მოვემზადეთ თუ არ მოვემზადეთ. ამასთან მიმართებაშიც ნამდვილად არავინ გვინდობდა. თუმცა ახლა უკვე მაქვს უფლება ვთქვა, რომ ჩემი მოლოდინი ყოველთვის რატომღაც ის იყო, რომ ყველა, საზოგადოებაც მათ შორის, იქნებოდა გაცილებით უფრო დამნდობი და პარტნიორული, ვიდრე ისეთი, რასაც ჩვენ ვხედავდით, ვინაიდან სამინისტროს თითოეული თანამშრომელი ძალიან ხშირად იყო ბულინგის მსხვერპლი და ამას არ აკლებდნენ არც ბატონ პაატას, არც ბატონ ამირანს, ქალბატონი თამარიც ხშირად იყო მსხვერპლი. ბატონი თენგიზი არ არის სამინისტროს თანამშრომელი მაგრამ ყველაზე მეტად ბატონი თენგიზი იყოს სამინისტროს თანამშრომელი, ვინაიდან მთელი ამ პანდემიის პერიოდში ის არის იმ დროშის მატარებელი, რასაც პაციენტის დაცვა ჰქვია და არ ერიდებოდნენ არც მის ასაკს, არც მის სტატუსს, არც მის კვალიფიკაციას და იცით, თუ რა გვაქვს გამოვლილი. 

ამის შესახებ ჯანდაცვის გადამდგარმა მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს ერთწლიანი საქმიანობის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე თქვა. 

კომენტარები