ქართული ოცნება

კობახიძე კუჭავაზე: კახას თავისი პრიორიტეტები ჰქონდა, როტაცია ჯანსაღი მოვლენაა

მე ვარ სუბიექტური - როგორც კახას მიმართ, ასევე შალვას მიმართ. ორივესთან მაქვს მეგობრული ურთიერთობა, აქედან გამომდინარე, სუბიექტური ვარ, თუმცა, ვიტყვი, რომ კახა იყო ძალიან ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის ძალიან რთულ ვითარებაში უძღვებოდა პარლამენტის საქმიანობას და დარწმუნებული ვარ, რომ შალვაც იქნება ძალიან ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე. ყველა ადამიანს აქვს თავისი პრიორიტეტები, კახასაც ჰქონდა თავისი პრიორიტეტი და ამის მიხედვით მიიღო თავისი გადაწყვეტილება. რაც მთავარია, კახა არის ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ის რჩება პოლიტსაბჭოს წევრად, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად და, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად გავაგრძელებთ მუშაობას იმ ამოცანების შესასრულებლად, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან. 

ზოგადად, როტაცია არის ჯანსაღი მოვლენა. […]  შალვა პაპუაშვილი იყო და არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. როცა საქმე ეხება პოლიტიკურ ლიდერს, ბუნებრივია, ის მუდმივად აფიქსირებს თავის პოზიციას. ეს პოზიციები იყო მკაფიო, იყო მკვეთრი, მაგრამ შალვას რაიმე წითელი ხაზი არასდროს გადაუკვეთავს. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმედთან ინტერვიუში, 24 დეკემბერს კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა და დეპუტატის მანდატიც დატოვა. პარლამენტის ახალი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იქნება, კუჭავა კი ამბობს, რომ “მნიშვნელოვან პროექტზე” იმუშავებს. 

კომენტარები