ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 24 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1.04 თეთრით გამყარდა და ხვალინდელი კურსით, ერთი დოლარი 3.0774 ლარი ეღირება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.0878 ლარი იყო. 

ევროსთან მიმართებით კი ლარი 0.88 თეთრით გამყარდა და გაცვლითმა კურსმა 3.4888 ლარი შეადგინა, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4976 ლარი იყო.

ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, რომლის კურსიც 0.2614 ლარს შეადგენს და გამყარდა ფუნტთან, რომელიც 4.1262 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 25 დეკემბრიდან შევა.

კომენტარები