პოლიტიკური კრიზისი

აბაშის საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

აბაშის საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან მაკალათიამ თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, მან "თავი ამოწურა", გუნდში კი დაპირისპირება არ ყოფილა. მაკალათია საკრებულოს თავმჯდომარედ 3 დეკემბერს აირჩიეს.

"ამოვწურე უბრალოდ თავი, მუშაობა აბაშაში. მივიღეთ 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, 2022 წლის ახალი ბიუჯეტი, დავამტკიცეთ კომისიები და დავტოვე აღნიშნული თანამდებობა. სანამ საკრებულოს თავმჯდომარე გავხდებოდი, 4 წელი ვიყავი აბაშის მერი. შემდეგ უკვე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რომ იყო რთული არჩევნები, "დავალაგეთ" საკრებულო, ავირჩიეთ კომისიები, მივიღეთ ბიუჯეტი და შემდეგ წამოვედი თანამდებობიდან. არანაირი დაპირისპირება გუნდში არ გვქონია". – თქვა მაკალათიამ ფორმულასთან საუბარში.

2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე აბაშაში ქართულმა ოცნებამ პროპორციული ხმების 42.87% მიიღო, ენმ-მ 30.62%, პარტიამ საქართველოსთვის კი 8.27%.

კომენტარები