ლარის კურსი

TBC CAPITAL-ი 2022 წელს ლარის გაუფასურებას პროგნოზირებს

TBC Capital-ი 2022 წელს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას პროგნოზირებს. მაკრო-სექტორული მიმოხილვის თანახმად, შესაძლოა, მომავალი წლის ბოლოს ლარი 5%-ით გაუფასურდეს და დოლარის კურსმა 3.25-ს მიაღწიოს, ევროსი კი – 3.68-ს. 

ლარის გაუფასურების მიზეზად ანალიტიკოსები პანდემიას და რეგიონში გეოპოლიტიკურ არასტაბილურობას ასახელებენ, გამყარების პოტენციურ ფაქტორებად – ტურიზმის აღდგენას და ძლიერ სავალუტო შემოდინებებს. 

ლარის გაუფასურების ფაქტორები: 

  • პანდემიის გახანგრძლივება,
  • რეგიონში გეოპოლიტიკური არასტაბილურობა,
  • სუსტი ევრო და თურქული ლირა,
  • 2022 წლის შესაძლო დეფლაცია საქართველოში,
  • აშშ-ს ფედერალური რეზერვის მოსალოდნელზე სწრაფი გამკაცრება,
  • დოლარის გაძლიერება.

ლარის გამყარების ფაქტორები:

  • ტურიზმის აღდგენა,
  • ძლიერი წმინდა შემოდინებები,
  • ბიუჯეტის კვლავ მაღალი საგარეო დაფინანსება,
  • ვალუტიდან ლარში გაზრდილი კონვერტაციები,
  • ლარი/დოლარის ისტორიულად მაღალი დიფერენციალი,
  • სავალუტო სესხების გააქტიურება,
  • საბანკო სექტორის ვალუტაში ჭარბი ლიკვიდურობა,
  • აშშ დოლარის დასუსტება,
  • ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გრძელვადიანი გამყარების ტენდენცია.

 

კომენტარები