მიხეილ სააკაშვილი

პენიტენციური: მარგველაშვილს სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის საშუალება მიეცემა.

"გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მიზნით შესაბამისი განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოთხოვნა დააკმაყოფილა, რადგან მედპერსონალის რეკომენდაციის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობა შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას იძლევა და სამსახურს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გააჩნია.

აქვე დამატებით განვმარტავთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური მაქსიმალურად ცდილობს თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუწყოს ხელი კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებების სრულყოფილად რეალიზებაში". – ნათქვამია განცხადებაში.

20 დეკემბერს გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და თქვა, რომ შეხვედრას მიხეილ სააკაშვილთანაც აპირებდა. მისი თქმით, ზურაბიშვილთან არაერთი საკითხი განიხილა, მათ შორის იყო სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ინიციატივა ე.წ "ინკლუზიური გარემოს" შექმნაზე, რომლის მიზანსაც პოლიტიკური აქტორების შერიგებაა. 13 დეკემბერს მარგველაშვილმა ასევე თქვა, რომ "ეროვნულ თანხმობასთან" დაკავშირებით სამი პრეზიდენტის შეხვედრა ამ ინსტიტუციას გააძლიერებს.

კომენტარები