საქართველოში კორონავირუსით კიდევ 52 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 45 153 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 072 ადამიანი.
დღიური დადებითობა 6.07%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.58% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.19%.
ინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 246 შემთხვევა, აჭარა - 204, იმერეთი - 437, ქვემო ქართლი - 120, შიდა ქართლი - 174, გურია - 99, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 184, კახეთი -147, მცხეთა-მთიანეთი -66, სამცხე-ჯავახეთი - 50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -12
22 დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 916 477 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 869 411 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 221 კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში COVID-19-ის 33 819 აქტიური შემთხვევაა. 1 350 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 313 პაციენტია.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.