სააფთიაქო ნარკომანია

ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციისთვის ხუთი პირი დააკავეს

shutterstock

ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციისთვის 5 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები თბილისის და რუსთავის სხვადასხვა უბანში მდებარე, მათივე მფლობელობაში არსებულ აფთიაქებში სალიცენზიო პირობების დარღვევით ყიდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტებს რეცეპტის გარეშე, რითაც ხელს უწყობდნენ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიას. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, თბილისის და რუსთავის სხვადასხვა უბანში მდებარე, მათივე მფლობელობაში არსებულ აფთიაქებში, სალიცენზიო პირობების დარღვევით ახორციელებდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას ფიზიკურ პირებზე რეცეპტის გარეშე, რითაც ხელს უწყობდნენ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიას. აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულებმა მიიღეს დიდი ოდენობით შემოსავალი,  ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში ყოველგვარი რეგულაციისა და ნებართვის გარეშე შევიდა ჯამში დაახლოებით 850 000 ლარის ღირებულების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი. 

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე". - წერია შსს-ს განცხადებაში. 

კომენტარები