ოკუპირებული აფხაზეთი

სოხუმში მომიტინგეებმა ე.წ პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს

Anaid Gogoryan. RFE/RL

ოკუპირებულ აფხაზეთში მარიონეტული ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილო მოქალაქეებმა აქცია გამართეს, რა დროსაც ე.წ პარლამეტნის წინ სამართალდამცველების კორდონის გარღვევა და დე-ფაქტო საკანონმდებლო ორგანოში შეჭრა სცადეს. 

სხვადასხვა Telegram-არხზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ადგილზე სროლაც იყო. მოგვიანებით ჟურნალისტებმა დააზუსტეს, რომ სროლის ხმები პიროტექნიკის აფეთქებამ გამოიწვია, რომლებსაც მომიტინგეები სამართალდამცველების წინააღმდეგ იყენებდნენ. Нужная газета-ს ცნობითსაპასუხოდ პოლიციელები კვამლს უშვებდნენ.

Эхо Кавказа-ს ინფორმაციით, სიტუაცია ადგილზე მას შემდეგ დამშვიდდა, რაც აქციის ორგანიზატორები მარიონეტ პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე შევიდნენ, თუმცა, მოლაპარაკებებს უშედეგო უწოდეს. 

"შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი ალექსანდრ ანკვაბი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალხას კვიცინია და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, დმიტრი დბარი. ჩვენ მათ ვუთხარით, რას ფიქრობენ მომიტინგეები, რა გვსურს, გავიგოთ პრეზიდენტისგან ამ საკითხთან დაკავშირებით. მან მიპასუხა, რომ ჩვენი გაიგო და თანამემულეებისადმი თავის მიმართაში გამოხატა საკუთარი პოზიცია და მიტინგის საჭიროება არ არის. ჩვენ შემოგვთავაზეს, რომ დავმსხდარიყავით და განგვეხილა ის საკითხები, რაც გვაწუხებდა. პრეზიდენტმა თქვა, რომ ის არ არის ეროვნულ-პატრიოტული კავშირის ყველა წევრის მონაწილეობით ჰქონდეს დიალოგი, კერძოდ კი კან კვარჩიასთან". – თქვა ასლან ბარციცმა. 

ოპოზიცია აფხაზეთის თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის არაეფექტურ მართვაში, ენერგოსისტემის კრიზისსა და ბიუროკრატიის ზრდაში ადანაშაულებს.

კომენტარები