მიხეილ სააკაშვილი

საძაგლიშვილი: ჰოსპიტლის პერსონალმა სააკაშვილს დაბადების დღისთვის ტორტი მოუმზადა

Interpressnews.ge

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ექსპრეზიდენტმა მას მადლობის გადახდა დააბარა იმ ადამიანებთან, ვინც გორის ჰოსპიტალთან მას დაბადების დღე მიულოცა და ასევე სამხედრო ჰოსპიტლის პერსონალთან, რომლებმაც სააკაშვილს დაბადების დღისთვის ტორტი მოუმზადეს.

"საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მადლობა დამაბარა იმ ადამიანებთან, რომლებმაც გუშინ სამხედრო ჰოსპიტალთან მიულოცეს მას დაბადების დღეს და იმ ადამიანებთან, რომლებიც რუსთაველზე შეიკრიბებიან საპროტესტო აქციაზე [...]

მიხეილ სააკაშვილმა მადლობა დამაბარა გორის სამხედრო ჰოსპიტალის პერსონალისთვის, რომლებმაც სპეციალური ტორტი მოუმზადეს დაბადების დღისთვის, სხვათა შორის, საკმაოდ გემრიელი". – ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.

21 დეკემბერს, სააკაშვილის დაბადების დღეზე რუსთაველის გამზირზე მისი მხარდამჭერი აქცია გაიმართება.


მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. ექსპრეზიდენტი პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობდა. 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს სააკაშვილი რუსთავისN12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. 20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. იგი მკურანლობას კვლავ გორის ჰოსპიტალში აგრძელებს. 

კომენტარები