მიხეილ სააკაშვილი

21 დეკემბერს, სააკაშვილის დაბადების დღეზე მისი მხარდამჭერი აქცია გაიმართება

21 დეკემბერს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეზე მისი გათავისუფლების მოთხოვნით 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის შესახებ ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ავრცელებს.

20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. იგი მკურანლობას კვლავ გორის ჰოსპიტალში აგრძელებს.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. ექსპრეზიდენტი პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობდა. 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

კომენტარები