მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი კობახიძეს: უკრაინის მაღალჩინოსანს, ვინც ჩემზე ძალა გამოიყენა, პატიმრობა ელის

გუშინ ივანიშვილის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ინტერვიუში თქვა, დიდი ამბავი თუ აქ ათრიეს, უკრაინაშიც ხომ ათრიეს თმებითო.

ეტყობა ამბები არ მოდის - უკრაინის სასაზღვრო ძალების მაღალჩინოსანი, რომელმაც ჩემს წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, ახლა "წამებისთვის და არაადამიანური მოპყრობისთვის" სამართლდება უკრაინის ბორისპოლის რაიონის სასამართლოს მიერ და ხანგრძლივი პატიმრობა ელოდება.

​ეს ისე მაინც გაითვალისწინეთ…

ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ნათქვამს, რომ "ყოფილი პრეზიდენტი უამრავმა ადამიანმა საქართველოსა და მის ფარგლებს იხილა სახურავზე კარლსონივით, იხილა თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცველი და ასე შემდეგ".

კომენტარები