ენმ

დეკანოიძე ღარიბაშვილზე: ასეთ განცხადებებს იანუკოვიჩი აკეთებდა პარტნიორების შესახებ

ღარიბაშვილის ეს განცხადება არის ძალიან სახიფათო, მათ შორის, მე მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ ასეთი განცხადებები კეთდებოდა იანუკოვიჩის მხრიდან, როდესაც იგი საუბრობდა იმაზე, რომ საერთაშორისო პარტნიორებს არ ჰქონდათ იმის უფლება, რომ შეეფასებინათ უკრაინაში არსებული მდგომარეობა.

[...] ირაკლი ღარიბაშვილის იმიჯი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით საერთაშორისო ასპარეზზე. მათ შორის ის სკანდალური განცხადებები და ზიზღის ენა, რომლითაც ის გამოირჩევა, როგორც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო აგრესიული მინისტრი, შესაბამისად, ახალი და განსაკუთრებული მას არაფერი არ უთქვამს, გარდა იმისა, რომ ასეთი განცხადებები სახიფათოა საქართველოს ეროვნული და სტრატეგიული ინტერესებისთვის. ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველო არ შეიძლება, დარჩეს მარტო, პირისპირ მტერთან. 

ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ხატია დეკანოიძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამს, რომ "ჩვენ არავის დავუხრით თავს, მაგრამ არც არავის ვუყურებთ ზემოდან, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ჩვენს ამაყ და თავისუფლებისმოყვარულ ხალხს ეკუთვნის და ამას ყველამ სათანადო პატივი უნდა სცეს". 

კომენტარები