ომიკრონის შტამი

ევროკავშირმა ომიკრონის შტამზე ადაპტირებული ვაქცინის 180 მილიონი დოზა ვაქცინა შეუკვეთა

ევროკავშირმა BioNTech-სა და Pfizer-ს კორონავირუსის ახალ ომიკრონის შტამზე ადაპტირებული 180 მილიონი დოზა ვაქცინა შეუკვეთა. ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი ავრცელებს.

"ჩვენი კონტრაქტები ითვალისწინებს, რომ კომპანიები საჭიროების შემთხვევაში 100 დღის ვადაში შეიმუშავებენ ადაპტირებულ ვაქცინებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ ადაპტირებული ვაქცინების 180 მილიონი დოზის პირველი ტრანშის გამოყენებაზე, ჩვენი რიგით მესამე კონტრაქტის მიხედვით". - წერს ფონ დერ ლეინი.

აღსანიშნავია, რომ ურსულა ფონ დერ ლეიენმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ, განაცხადა, რომ მათი კონტრაქტები ზემოხსენებულ კომპანიებთან 2023 წლის ბოლომდეა გაფორმებული და 1.8 მილიარდი დოზის მიღებას ითვალისწინებს.

კომენტარები