პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე ზურაბიშვილზე: ხავსს ეჭიდება ყველა, ვისაც ჰგონია, რომ შეიძლება, რამე გამოვიდეს

სალომე არის ახლა ის ადამიანი, რომელიც ივანიშვილს ძალაუფლების რომელიმე წერტილს გამოგლიჯავს ხელიდან? თუ ის არ არის ასეთი ადამიანი, აბა რაზე ვთანხმდებით, რომ მე და კობახიძე არ ვიჩხუბებთ? არც აქამდე გვიჩხუბია. არაფერი არ მაქვს შესარიგებელი.

[…] მე მგონია, რომ ხავსს ეჭიდება ყველა ის, ვინც შეიძლება, მართლა გულწრფელად ფიქრობდეს, რომ აქედან შეიძლება, რამე გამოვიდეს. ვიღაცებისთვის ეს არის კარიერის პიკი - იქ ფოტოს გადაიღებდნენ, შვილიშვილებს ანახებდნენ, რომ, აი, ოდესღაც პრეზიდენტის სასახლეში ვიყავი და მნიშვნელოვანი ტიპი ვიყავი, ამას ხომ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ვერ მოხდება ეგეთი ტიპის შეთანხმება, სალომე ზურაბიშვილი მაგას ვერ იზამს. სალომე ზურაბიშვილს ჯერ თუ უნდა, რომ გულწრფელად რაიმე პროცესის მედიატორი გახდეს, ჯერ ისაა გასაკეთებელი, რომ წინა პროცესზე რომ იქ მივედით და ხელი მოვაწერეთ, ნახევრად მედიატორის როლი მოირგო და ქულები ჩაიწერა, რომ მის სასახლეში, მისი თანდასწრებით ასეთი რაღაც ხეებოდა, ის რომ გადაახია თავზე ქართულმა ოცნებამ მასაც, ჩვენც და ევროკავშირსაც და ამერიკასაც, ჯერ იმის შეფასება გააკეთოს პირდაპირ, დიპლომატიური ენის გარეშე.

ამბობს გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიღებაზე ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მიიწვია და მათ "ეროვნული თანხმობის პროცესზე" ესაუბრა.

კომენტარები