პოლიტიკური კრიზისი

ზურაბიშვილი: პროცესი ჩვენ უნდა ვმართოთ, პარტნიორებს პროცესების შიგნიდან გაგება არ აქვთ

ეს პროცესი [უნდა იყოს] უცხოელებთან ერთად, თუ ქართული ეროვნული პროცესი - მე დარწმუნებული ვარ და გამოცდილებაც მივიღეთ, რომ ეს უნდა იყოს ჩვენ მიერ მართული პროცესი. ჩვენ მივედით იმის ბოლომდე, რომ გარედან, რაც არ უნდა იყოს ძალისხმევა და მონდომება ჩვენი პარტნიორების, მათ არ აქვთ შიგნიდან ის გაგება ამ პროცესების, რომ ასეთი მძიმე, ძლიერი და ხალგრძლივი პროცესი მართონ, იმიტომ, რომ ეს არ იქნება ორიოდე დღის პროცესი. ვინც ასეთ შედეგებს ელოდება, არარეალისტურია. ეს უნდა იყოს ჩვენ მიერ მართული პროცესი, ცხადია, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ და არსებობს ბევრი მაგალითი, მოდელი, რაც გამოყენებული იქნა სხვადასხვა ქვეყანაში. ეს არის მხოლოდ მაგალითები, საიდანაც შეიძლება, მხოლოდ შედარებითი ანალიზები გამოვიტანოთ, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ უნდა მოვირგოთ ეს პროცესი ჩვენს სპეციფიკაზე და ეს უნდა იყოს ქართული პროცესი, სადაც, რაღაც ეტაპზე, არაა გამორიცხული, რომ პარტნიორების მხარდაჭერა იყოს რაღაც ფორმით გამოხატული.

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიღებაზე. მანამდე, ზურაბიშვილმა თქვა, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო და, მისივე სიტყვებით, აპირებს, წამოიწყოს "ინკლუზიური პროცესი უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად". 15 დეკემბერს ზურაბიშვილმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების კურთხევა სთხოვა

კომენტარები