პოლიტიკური კრიზისი

ზურაბიშვილმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების კურთხევა სთხოვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ილია მეორეს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა წარუდგინა და კურთხევა სთხოვა. 

საპატრიარქოს განცხადებით, პატრიარქი და ეკლესია პრეზიდენტის ინიციატივას მხარს დაუჭერს.

"მისი უწმინდესობაც და, ბუნებრივია, ეკლესიაც, ამჟამადაც, როგორც ყოველთვის, დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე". – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

10 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს ოპოზიციისა და ხელისუფლებისთვის "უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად" და წინ წასასვლელად. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან, როგორც პრეზიდენტმა, შერიგების ვალდებულება აიღო.

კომენტარები