პოლიტიკური კრიზისი

ზურაბიშვილი შერიგებაზე: 3 წელი დამრჩა, თავს ვალდებულად ვთვლი, ეს პროცესი დავიწყო

3 წელი გავიდა, ამ პერიოდში მე ამ თემაზე ბევრი ვისაუბრე, მაგრამ სიტყვა არ ყოფნის. ბევრი ვისაუბრე ასევე გარე ამ სიტუაციების ექსპერტებთან და ერთი საერთო დასკვნა აქვთ მათ - სანამ კრიზისი ბოლომდე არ არის მისული, მანამდე ასეთი პროცესის დაწყება არათუ არ ღირს, ყოველთვის ღირს, მაგრამ განკუთვნილი არის წარუმატებლობისთვის. საჭირო არის, რომ მიხვიდე ბოლომდე, დაინახო უფსკრული, რომ იმ უფსკრულიდან მართლა გაჩნდეს ერთობლივი ნება პოლიტიკური წრეებისა და საზოგადოებისგან, რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. მე ის 3 წელი, რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ ეს პროცესი დავიწყო, ამ პროცესზე ვიყო პასუხისმგებელი და ვატარებ ამ პასუხისმგებლობას. მე ამის მერე და ამის იქით არ მაქვს არანაირი ამბიცია პოლიტიკური - მაქვს ერთი ამბიცია, რომ რაც შემიძლია, როგორც შემიძლია, დავეხმარო ამ ქვეყანას, დაგეხმაროთ თქვენ და დავეხმარო საზოგადოებას, რომ რაღაცნაირად დავიწყოთ მაინც ამ მდგომარეობიდან გამოსვლა.

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიღებაზე. მანამდე, ზურაბიშვილმა თქვა, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო და, მისივე სიტყვებით, აპირებს, წამოიწყოს "ინკლუზიური პროცესი უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად". 15 დეკემბერს ზურაბიშვილმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების კურთხევა სთხოვა

კომენტარები