პოლიტიკური კრიზისი

ზურაბიშვილი: სენი, რომელსაც განვიცდით, მოედო მსოფლიოს, ძველ დემოკრატიულ ქვეყნებს

არ ვიცი, ჩვენ თუ გვაქვს უნარი, რომ მთლიანად დავმშვიდდეთ და შეიძლება, არ იყოს საჭირო. მაგრამ ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად ის ნაწილი, რაც აუცილებელი არის საქმისთვის. დემოკრატიის გამყარება არის ერთ-ერთი პირველი შედეგი, უკვე კითხვის ქვეშ აღარ დგება დემოკრატია, თუ ჩვენ შევძელით ასეთი პროცესის წარმართვა, რაც დღეს მსოფლიოში ბევრ ქვეყანას არ შეუძლია. რეალურად, ის, რასაც ჩვენ განვიცდით და შეიძლება, ცოტა ადრე დავიწყეთ სხვებზე, არის ის სენი, რომელიც მოედო მთელ მსოფლიოს, პრაქტიკულად, ძალიან ძველ დემოკრატიულ ქვეყნებს - ვნახეთ ჩვენ თუნდაც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში თუ რა დოზით და რა დონით შეიძლება გაჩნდეს უცებ დაპირისპირება და გაღვივდეს. ამის ბევრი მაგალითი არსებობს. ჩვენ შეგვიძლია, ამ კუთხით ერთგვარი მაგალითი გავხდეთ, რომ პატარა ქვეყანამ შეძლო ან, ყოველ შემთხვევაში, შეძლო პროცესის დაწყება, რასაც ბევრი დიდი ქვეყანა ვერ ბედავს, რომ იფიქროს. ცხადია, ეს არის ყველაზე ნაღდი გზა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის რეალიზებისა, მსოფლიოში და რეგიონში ახალი როლის დამკვიდრების. 

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიღებაზე. მანამდე, ზურაბიშვილმა თქვა, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო და, მისივე სიტყვებით, აპირებს, წამოიწყოს "ინკლუზიური პროცესი უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად". 15 დეკემბერს ზურაბიშვილმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების კურთხევა სთხოვა

კომენტარები