პოლიტიკური კრიზისი

ზურაბიშვილი: დროა, ახალგაზრდული ჯახიდან გამოვიდეთ, გადავიდეთ დამწიფებულ პოლიტიკაზე

ამ პროცესის დაწყება, მე მგონი, რომ არის დროული. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ 30 წელი გავიდა, ჩვენი სახელმწიფო არის 30 წლის, ზრდასრული სახელმწიფო და დრო არის, რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ რაღაც ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო დამწიფებულ, ახალ პოლიტიკაზე. მართალია, რომ ძალიან ბევრი მოვლენა იყო და ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული პროცესები, სადაც, პრაქტიკულად, სულ იყო დაპირისპირება, სულ იყო 2 ბანაკი და სამოქალაქო დაპირისპირება. ეს არის ის, რაც გავიარეთ, რაც ვიცით და რა, მგონი, არავის არ სურს, რომ გამეორებული დავინახოთ ამ ქვეყანაში. ეს წარსულის ფურცლები, რომლებიც დღემდე ერთად არ გაგვიაზრებია, არის ის ფურცლები, რომლებიც ლოდებად გვაწვება დღეს. ამდენად, საზოგადოებისთვის დროა, იგი არა მხოლოდ დაღლილია, უკვე გადაღლილი - ყველგან ისმის, რომ ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომელსაც ყველა განიცდის, არის გაუსაძლისი ყველასთვის.

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიღებაზე. მანამდე, ზურაბიშვილმა თქვა, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო და, მისივე სიტყვებით, აპირებს, წამოიწყოს "ინკლუზიური პროცესი უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად". 15 დეკემბერს ზურაბიშვილმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების კურთხევა სთხოვა

კომენტარები