ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 17 დეკემბერს ელქტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 17 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოს" ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ინტენსიფიკაციის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, ხიზანიშვილის, ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქსნის და არბოს ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები