ინფლაცია

გვენეტაძე: ინფლაციის მაჩვენებელი კლებას 2022 წლიდან დაიწყებს

იმისათვის, რომ ფასების დროებითი ფაქტორებით გამოწვეულმა ზრდამ ინფლაციის მოლოდინებზე გრძელვადიანი გავლენა არ მოახდინოს, ეროვნული ბანკი ხანგრძლივად შეინარჩუნებს მკაცრ პოლიტიკას და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გაამკაცრებს მას.

ამგვარი პოლიტიკით და ერთჯერადი ეგზოგენური ფაქტორების მოსალოდნელი მილევის ფონზე, არსებული პროგნოზით, 2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება.

ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთის მოსალოდნელი დინამიკა დამოკიდებულია, თუ როგორ გაგრძელდება ეპიდემიური მდგომარეობა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.

ღევანდელ სიტუაციაში მაკროეკონომიკური პროგნოზები განსაკუთრებული გაურკვევლობით ხასიათდება. პროგნოზები, დიდწილად, პანდემიის ხანგრძლივობასა და ვაქცინაციის სისწრაფეზეა დამოკიდებული. მსგავსი რისკები კი ინფლაციური ხასიათისაა და ჩვენც მკაცრი მონეტარული პოლიტიკისკენ მიმართული ვრჩებით.

თქვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი 12.5%-ს შეადგენს.

კომენტარები