პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: არალეგიტიმურ პარლამენტში ჩვეულებრივ მუშაობა სიმულაციად გამოიყურება

მე ვთვლი, რომ თუკი საბოლოოდ ჩამოყალიბდა ბარიერთან დაკავშირებით ივანიშვილის რეჟიმის პოზიცია და ამის ნიშნები გვაქვს, რომ იწელება ეს პროცესი უსასრულოდ, სიმულაციად გამოიყურება პოლიტიკურად არალეგიტიმურ პარლამენტში ჩვეულებრივი პროცედურებით მუშაობა. ლოგიკურად ვამბობ, თუ არსებობს კონსესუსი იმაზე, რომ ეს პარლამენტი არ გამოხატავს პოლიტიკურ ნებას უმრავლესობის და ასეთია პოზიცია დღეს იქ შეკრებილი პარტიების. ჩვენი პარტნიორების ნაწილმა საჭიროდ ჩათვალა ამ პარლამენტში შესვლა, იმისთვის, რომ კონკრეტული რეფორმები შესრულებულიყო, მათ შორის საკონსტიტუციო შეთანხმება, დარჩა ეს ერთადერთი ნაწილი, დანარჩენი ყველაფერი არის უგულვებელყოფილი. 

ივანიშვილის რეჟიმი თავს გრძნობს ალბათ, ბოლო წლების განმავლობაში სამწუხაროდ, ყველაზე ძლიერად და ძირითადად დაკავებულია ძალის დემონსტრაციით და პოლიტიკური უიმედობის დანერგვით, ასეთ დროს სიმულაცია მხოლოდ ეხმარება ამ რეჟიმს. ამან ჩვენ დაგვაზიანა აქამდეც და დაგვაზიანებს ახლაც. 

თქვა პარტია ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, TV ფორმულას ეთერში. 

კომენტარები