ჯანდაცვის სამინისტრო

ხუნდაძე: ჯანდაცვის მინისტრად თალაკვაძეც განიხილება, გამოცდილი კადრი და კარგი ადამიანია

ყველა კანდიდატთან მიდის კონსულტაცია, ყველა შესაძლო კანდიდატურის განხილვა მიდის, ასე რომ, ცოტა დრო დაგვჭირდება იმსთვის, რომ ახალი მინისტრობის კანდიდატი გამოიკვეთოს. 

[ჯანდაცვის მინისტრად] ყველა შესაძლო კანდიდატი იხილება, კი, იხილება, მათ შორის, არჩილ თალაკვაძეც. საკმაოდ გამოცდილი კადრია, კარგი ადამიანია, კარგი პროფესიონალია და სექტორშიც აქვს მნიშვნლოვან გადაწყვეტილებებში მონაწილეობა მიღებული.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის მინისტრაც არჩილ თალაკვაძის კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით. 9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

კომენტარები