სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეა: არსებობს თანხმობა კორეის ომის დასრულებაზე

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მუნ ჯე ინის თქმით, ჩრდილოეთსა და სამხრეთ კორეას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არსებობს თანხმობა, რომ ოფიციალურად დასრულდეს კორეის ომი.თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ შეთანხმება მიღწეულია, საჭიროა - მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს ჩრდილოეთ კორეა.

კორეის ომმა, რომელიც 1950 წლიდან 1953 წლამდე მიმდინარეობა, ნახევარკუნძული ორ ნაწილად გაყო. ამის შემდეგ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა, ამერიკისა და ჩინეთის მხარდამჭერით, ტექნიკურად ომში იყვნენ ჩართული. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯენ ინი დიდი ხანია ცდილობს, რომ ოფიციალურად დაასრულოს კონფლიქტი. თუმცა, მკვლევართა აზრით, ჩრდილოეთ კორეის პოზიციის გათვალისწინებით, აღნიშნულის მიღწევა რთული იქნება. 

მიმდინარე წლის სექტემბერში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის დამ კიმ იო ჯონგმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის მხოლოდ მას შემდეგ, რაც აშშ შეწყვეტს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ “მტრულ პოლიტიკას”.

ჩრდილოეთ კორეა ეწინააღმდეგება ამერიკელი ჯარისკაცების ყოფნას სამხრეთ კორეაში. აშშ-სა და სამხრეთ კორეას ყოველწლიურად  აქვთ საერთო სამხედრო წვრთნები. 

ამასთანავე, ამერიკა ჩრდილოეთ კორეის შეიარაღების პროგრამას სანქციებს უწესებს, რაც, აშშ-ს განმარტებით, მხოლოდ კორეის მიერ ბირთვული იარაღის განადგურების შემდეგ შეიცვლება.

მუნ ჯე ინის თქმით, ჩრდილოეთ კორეა მოლაპარაკებებისთვის წინასწარ მოთხოვნების წაყენებას აგრძელებს. “სწორედ ამის გამო, გვიჭირს დეკლარაციისა და მისი პირობების განხილვის დაწყება”,- ამბობს პრეზიდენტი. მისი აზრით, ომის დასრულებაზე შეთანხმება წაახალისებს ჩრდილოეთ კორეას, გაანადგუროს ბირთვული იარაღი.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ომი 1950 წელს დაიწყო. ჩრდილოეთს მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირი და ჩინეთი, სამხრეთ - ამერიკის შეერთებული შტატები. შეთანხმება ჩრდილოეთ კორეასა და ამერიკას შორის 1953 წელს მიიღწა - ნახევარკუნძული 38-ე პარალელზე  გაიყო. კონფლიქტმა 5 მილიონამდე ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი იმსხვერპლა.

კომენტარები