კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: პანდემიის დასრულებისთვის 2022 წლის შუა პერიოდი იქნება გარდამტეხი

პანდემიის დასრულებისთვის, 2022 წლის შუა პერიოდი იქნება გარდამტეხი. ამას სამი მიზეზი აქვს:

1) რესპირაციულ პანდემიურ ვირუსებს აქვთ თავიანთი განვითარების ციკლი. თუ ამ ვირუსს რაღაც განსაკუთრებული თვისება არ უდევს გენეტიკურ კოდში, როგორც წესი, ვირუსები 2-3 წელში ხდებიან ენდემიური და შედარებით სუსტი.

2) მომავალი წლის შუა რიცხვებამდე მსოფლიო მოსახლეობის 70% ალბათ იქნება იმუნური.

3) დიდი იმედი მაქვს, რომ ბაზარზე მალე გამოჩნდება მედიკამენტი და ვირუსის დადგენიდან 5-7 დღის განმავლობაში მისი მიღების შემდეგ დაავადება არ გართულდება და ადამიანი აღარ მოკვდება.

ვფიქრობ, რომ 2022 წლის შუა რიცხვები იქნება გარდამტეხი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ტელეკომპანია იმედის ეთერში. 

კომენტარები